Saturday, August 24, 2013

 პროექტის სახელწოდება :“შემოდგომა ჩემს სოფელში“
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებმა გაათვითცნობიერონ შემოდგომის როლი მათ ყოფა_ცხოვრებაში.ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებას,ტრადიციებსა და წეს–ჩვეულებებს.იქმნება მათ მიერ ახალი ალბომები და ბლოგები,რითაც ისინი ეჩვევიან კომპიუტერთან მუშაობას.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა უნდა შეძლონ შემოდგომისთვის დამახასიათებელი ამინდების დახასიათება,ჩანახატების გაკეთება,აღწერონ შემოდგომის შემოსვლა საკუთარ სოფელში.როგორ იცვლება შემოდგომა მათ მხარეში.იწყება ფოთლების ფერშეცვლა,ფოთოლცვენა,ფრინველების გადაფრენა.მიიღებენ მონაწილეობას მათ მხარეში მოსავლის აღების პროცესში.გადაიღებენ ფოტოს შემოდგომაზე და დააკვირდებიან თუ როგორ ემზადება სოფელი  ზამთრის შესახვედრად.
მონაწილეთა ასაკი:5–კლასი.
ვადების ხანგრძლივობა:ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები–პროდუქტები:ინფორმაციის მოძიება,გაზეთის გამოშვება,კოლაჟების შექმნა,შემოდგომის კუთხის მოწყობა,ლექცია –საუბრები.
საჭირო რესურსები:ფოტო ალბომი,გამოფენა,ინტერნეტი,კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა–აქტივობები:ექსკურსია ბუნებეში,ინფორმაციის მოძიება,ლექცია–საუბრები.

პროექტის ხელმძვანელი:ეთერი გვარლიანი